13:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 15:06:05, 578 ნახვა

საზოგადოება
გია გაჩეჩილაძე: "მაესტროში" სისხლი და ხორცი მაქვს ჩაქცეული და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ გაკოტრდეს

ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილე გია გაჩეჩილაძე არხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. როგორც ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ აღნიშნა, მიზანმიმართულად ხდება გია გაჩეჩილაძის "მაესტროდან"  ჩამოშორება. მისივე თქმით, გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებას არაერთხელ მიმართა, რომ მომხდარიყო არხის რეაბილიტაცია და შესთავაზა სარეაბილიტაციო გეგმა 10 მილიონიანი საბანკო გარანტიით, თუმცა უარი მიიღო.

კორძახიას ინფორმაციით, ერთი წლის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" ლოგო ჩუმად  კომპანია ტვ მაესტროს გადაეცა, რომლის უკანაც, მისივე მტკიცებით, მამუკა ღლონტი დგას.

ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ შეწყვიტა  შპს სტუდია მაესტროს პარტნიორმა,  25%-იანი წილის მფლობელმა მაკა ასათიანმა კომპანიასთან ხელშეკრულება ვადაზე ადრე და რატომ მოითხოვა ვალების ვადაზე ადრე დაბრუნება. ირაკლი კორძახია რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე საუბრობს:

"მზად ვიყავით,  წარმოგვედგინა საბანკო გარანტია 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რათა პარტნიორები დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩვენი წინადადება იყო რეალური.ეს წინადადება არ განიხილეს შემდეგი გარემოების გამო. აღმოჩნდა, რომ 2014 წელს მაესტროს ლოგო პარტნიორებისგან მალულად გადაუციათ სხვა კომპანიისთვის.ეს არის მამუკა ღლონტის კომპანია ტვ მაესტრო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაყენებდით რეაბილიტაციის წინადადებას, მაკა ასათიანმა, რომელიც სტუდია მაესტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრედიტორია, რომელსაც აქვს სესხი მიცემული რამდენიმე მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ვადაზე ადრე გამოითხოვა სასესხო დავალიანება",-განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, გია გაჩეჩილაძის თქმით, მაესტროს გაკოტრებას ყველანაირად შეეწინააღმდეგება.

"სისხლი და ხორცი მაქვს ჩაქცეული და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ მაესტროს გაკოტრება არ დაუშვან. მე მინდა მაესტროში შესვლა მართვით, მინდა მაესტრო იმ ტელეკომპანიას დავამსგავსო, რომელი ტელეკომპანიის ღირსიც არის დღეს ქართული საზოგადოება.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაესტრო არ გაკოტრდეს",-აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორი,  25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი კი ამბობს, რომ  "სტუდია მაესტროს" მენეჯმენტმა  სასამართლოს გადახდის უუნარობის და გაკოტრების მოთხოვნით მიმართა, რადგან ეს  საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი აუცილებელი ვალდებულებაა და რომლის დარღვევა  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევდა.

აქედან გამომდინარე, ასათიანის შეფასებით, “სტუდია მაესტროს” ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე, ან ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.

"როგორც ცნობილია, შპს "სტუდია მაესტროს" მენჯმენტმა მიმართა სასამართლოს გადახდის უუნარობის და გაკოტრების მოთხოვნით. ჩემთვის და ასევე კომპანიის ყველა პარტნიორისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიმართვა არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ ეს გახლდათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.ამდენად, შპს "სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე, ანდა ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი, და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით. ასევე ძალიან პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რაგდან სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისთვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა.ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს "ტელემაესტროს" განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას, მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება",-აცხადებს მაკა ასათიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics