21:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 11:35:40, 1750 ნახვა

ომი უკრაინაში
კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

„ქართული ოცნების“ თელავის-ახმეტის- ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

“დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა. მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ - წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი. არაერთხელ მითქვამს და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველოს პარლამენტში მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. მშვიდობის და განვითარების გზით სვლა, რაც „ქართული ოცნების" მონაპოვარია, შეუქცევადი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის.

მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ კახეთის განვითარებაზე ზრუნვას და ერთად შევქმნით ამ მადლიანი კუთხის წარმატების ისტორიას.

ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ კახეთისა და საქართველოს წარმატებისთვის”, - წერს ირაკლი ქადაგიშვილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics