17:09 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 11:04:20, 345 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ბიურომ შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს თავმჯდომარეს უმასპინძლა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ შვედეთის სამეფოს სააღსრულებო სააგენტოს თავმჯდომარე ქალბატონ  ევა ლიედსტრომ ადლერს, სააღსრულებო ბიზნესპროცესების მთავარ მენეჯერ  სვენ შილგრენს, ამ ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ კოორდინატორ ლარშ კლინტსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მხარეებმა შეხვედრაზე  აღსრულების ეროვნულ ბიუროში  განხორციელებულ  სტრუქტურულ ცვლილებებზე, ბიუროს მიერ საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკის დანერგვის გზებზე ისაუბრეს.
სტუმრებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელისგან  ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, მათი სტრუქტურული გადაწყვეტისა და უახლოეს მომავალში განსახორციელებელ  გეგმებზე ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტი იყო.
პროექტი  ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: სააღსრულებო მომსახურების გაუმჯობესება, აღსრულების ეროვნულ  ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

ინფორმაციისათვის, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2014 წლის ზაფხულში შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოსთან ერთად საერთაშორისო პროექტი მოამზადა, რომლის ფარგლებშიც  აღსრულების ეროვნული ბიურო  შვედეთის სამეფოს სააღსრულებო სააგენტოსთან თანამშრომლობს. მუშაობის სფერო მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და მონაცემთა ანალიზი, პრევენციული კამპანიები, შიდა კომუნიკაციის მეთოდები, ადამიანური რესურსების მართვის სისტემები,  ვალაუვალობის პრევენციის გზები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics