|
2020-10-28 15:24:35, 615 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი - ხელისუფლების ამოცანა ხალხის დაშინებაა, რათა ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანა ხალხის დაშინებაა, რათა ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. მისი თქმით, 31 ოქტომბერს ქართველი ხალხის არჩევანი უნდა იყოს „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის წინააღმდეგ. „მინდა გამოვეხმაურო ბატონი ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგს, სადაც ტრადიციულად, როგორც სჩვევია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ხდება ოპოზიციის დადანაშაულება რაღაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაგეგმვის თაობაზე. განსაკუთრებით აქცენტი კეთდება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც „ქართული ოცნება“ არის განწირული სრული კრახისთვის. მინდა ავხსნა, რას ნიშნავს ირაკლი კობახიძის ბრიფინგი. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად ამ არჩევნებს აგებს და წაგების მოლოდინში ყოველდღიურად კარგავს სახეს „ქართული ოცნება“, რომელსაც აღარავინ აღარ დარჩა მისი სახელით სასაუბროდ, გარდა ყველაზე ოდიოზური ფიგურებისა, როგორიც არიან კობახიძე და ქალბატონი წულუკიანი. „ქართული ოცნებისთვის“ უკანასკნელი მხარდამჭერებიც კი, ვინც რაიმე ღირებულებების გამო იყო ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ტოვებენ მათ რიგებს. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული კოორდინატორებიც კი აღარ გეგმავენ, რომ მხარი დაუჭირონ ამ პოლიტიკურ ძალას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არის საკუთარი ქვეყნის დიდი პატრიოტი და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება 31 ოქტომბერს. მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, არ მიაქციონ ყურადღება ამ განცხადებებს. დღეს ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა. ეს ამოცანა არის, რომ ძალიან მშვიდად, ყველა უსაფრთხოების წესების დაცვით, პირბადეების გამოყენებით, ერთჯერადი საწერი კალმის გამოყენებით მივიდეთ არჩევნების დღეს და გავაკეთოთ ის არჩევანი, რომელიც თქვენთვის არის მისაღები. აუცილებლად, ჩვენი არჩევანი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ და რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ რუსეთი და რუსი ოლიგარქი ამ არჩევნებთან ერთად უნდა დავამარცხოთ. დღეს „ქართული ოცნების“ ამოცანაა, შეაშინოს ხალხი, რათა რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. მინდა ყველას ძალიან ვთხოვო, რომ არ მოატყუებინოთ თავი „ქართლ ოცნებას“. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, ხვალ ჩვენს მხარდამჭერებთან შეხვედრისთვის თბილისში, სადაც ყველა უსაფრთხოების ზომის დაცვით ჩვენ ბიძინა ივანიშვილს გავაფრთხილებთ იმაზე, თუ რა ელოდება 31 ოქტომბერს. ძალიან აქტიური კონსულტაციები გვაქვს ყველა საერთაშორისო პარტნიორებთან, ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებით ვაშინგტონში და ბრიუსელში, საქართველოში წარმომადგენელ დიპლომატიურ მისიებს. მინდა ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს შევახსენო, რომ გაყალბებულ არჩევნებს და ქართველი ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის უფლებუის წართმევას მოყვება ძალიან მკვეთრი რეაქცია, მათ შორის ბიძინა ივანიშილის წინააღმდეგ. ამიტომ შეწყვიტეთ შესაძლო სანქციის რეჟიმის დაწესებით უსაფუძვლო ბრალდებები ოპოზიციის წინააღმდეგ, მოემზადეთ და მაქსიმალურად გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს დარჩენილ მოკლე დროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ამავე დროს მოემზადეთ ამ არჩევნების შედეგების უდრტვინველად და მშვიდად მისაღებად ისევე, როგორც ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნების მოსაგებად“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)