|
2020-10-28 14:18:15, 659 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - შიშისგან ტუჩებგათეთრებული შლეგი ღლაპის, კობახიძის განცხადება, მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების
კობახიძის განცხადებები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ეშინია არჩევნებში წაგების, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას. როგორც მან აღნიშნა, ყველა განცხადება, რაც კეთდება ხელისუფლების მხრიდან, არის იმისთვის, რათა დამალონ, რომ არჩევნებს აგებენ და მეორე, რომ ორშაბათიდან მათ სურთ ქვეყნის სრული ჩაკეტვა, რათა მოხდეს მეორე ტურში მანიპულაციები. „შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის განცხადება, კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ევროპულმა საქართველომ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან ივანიშვილის მთავრობა გეგმავს ქვეყნის დაკეტვას იმისთვის, რომ მანიპულაცია მოახდინოს მეორე ტურზე. ეს არ არის განპირობებული ჩვენი ჯანმრთელობით, ეს არის განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო შიშით და თუ ეს მოხდება, საერთოდ ჩამოიშლება ეკონომიკა, ამიტომ, დაუშვებელია, რომ ორშაბათს, არჩევნების შემდეგ, ივანიშვილის მთავრობას ჰქონდეს შესაძლებლობა და მანდატი, ჩაკეტოს კვლავ ქვეყანა. ყველა იდიოტური განცხადება, რასაც მოვისმენთ დღეს, ხვალ და ზეგ, იქნება დაკავშირებული ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ ქართული ოცნება აგებს და მეორე, უნდათ დამალონ, რომ ქვეყნის ჩაკეტვა სურთ, იმისთვის, რომ შემდეგ მანიპულაცია მოახდინონ არჩევნებზე. ეს არ უნდა დავუშვათ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი აქტიურობა, სრული მობილიზაცია და 31-ში ივანიშვილის ჩამოშორება“, - განაცხადა უგულავამ. ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია 2 ნოემბერს „ლოქდაუნის“ გამოცხადებაზე, არის სპეკულაცია. ამასთან, კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)