|
2020-10-27 18:30:52, 502 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - არ მჭირდება კვლევები, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ბევრად უფრო მეტია და ამას ოპონენტებიც გრძნობენ
არ მჭირდება კვლევები, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ბევრად უფრო მეტია და ამას ოპონენტებიც გრძნობენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ,,Survation“-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, წინ საკმაოდ ტოქსიკური 4 დღე გველოდება. „ორი თვის განმავლობაში ბევრი შეხვედრა მქონდა, მე უკვე არ მჭირდება კვლევები, ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი, ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რასთან შეგუებაც სამწუხაროდ, მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში. საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველის. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად, რაც მთავარია, სამართლიანობისა და ღირსების უმაღლესი სტანდარტენით უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რამეთუ ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)