|
2020-10-27 17:58:48, 472 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ზუგდიდში სპეცოპერაციაზე - პოლიციამ მიიღო დავალება, რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, საქმეზე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელიც აუცილებლად წარმატებით დასრულდება. „საერთოდ პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში პოლიტიკურად ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური. თქვენი შეკითხვის მიზანი შინაარსი კი არა პანიკის დათესვაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, რაც იყო, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და შეასრულეს. რაც შეეხება ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. როდესაც მოსახლეობაში ვთესავთ პანიკას, არჩევნების შემდეგ როდესაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იგივე პოლიციამ უნდა დაიცვას. დარწმუნებული ვარ, როგორც ჯაჭვლიანის შემთხვევაში თქვენ იქნებით პირველი და თქვენი თანამებრძოლები იქნებიან პირველები, რომლებიც დასვამენ შეკითხვას ამ დისკრედიტირებული პოლიციელების გამო“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)