|
2020-10-27 17:13:38, 1652 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ჯანდაცვის სისტემა დღიურად 2 ათას ინფიცირებულს უმკლავდება, არ ვფიქრობთ, რომ გეგმა „ბ“-ს ამუშავება დაგვჭირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა დღიურად 2 ათას ინფიცირებულს უმკლავდება და ამიტომ გეგმა „ბ“-ს ამუშავება საჭირო არ იქნება. მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც. „ჩვენ არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როდესაც ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება ინფიცირებულთა მართვა. სამედიცინო საზოგადოებისა და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს. მოგეხსენებათ, ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც. ჩვენ პროგნოზირების რამდენიმე სცენარი გვაქვს. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და სექტორი უმკლავდება დღიურად დაახლოებით, 2000 ახალ შემთხვევას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ მივალთ იმ სტადიამდე როდესაც გეგმა „ბ“-ს ამუშავება იქნება საჭირო. ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს, ეს არის ჩვენი მოვალეობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)