03:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 13:46:01, 389 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში, 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი

„ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიკაციაზე - ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ანგარიში წარმოადგინა

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნემ. ნათია თურნავამ მათ გააცნო საქართველოს გაზიფიცირების პროგრამის მიმდინარეობა, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში. ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთნ მდებარე დასახლებების გაზიფიცირების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გააკეთა.

„ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ - ასეთი 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო გაზი. მსურს აღვნიშო, რომ სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში ჩვენ არამხოლოდ დავეხმარეთ მოსახლეობას გაზის შეყვანით, არამედ გაზის მიერთების საფასურიც დავუფინანსეთ და ამით გავუმარტივეთ ამ სიკეთის ოჯახებში მიღება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2019 – 2021 წლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად  გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება. „ამ მაჩვენებელს თუ შეადარებთ ბევრ სხვა სახელმწიფოს, სადაც ასეთი მთა-გორიანი ლანდშაფტია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics