|
2020-10-27 13:40:05, 430 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ესებუას საქმე იმ მმართველობის ფორმის შედეგია, რომელიც ოლიგარქმა დაამკვიდრა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ინსტიტუტები, რომლებიც უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდნენ ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. „ესებუას საქმე და ზუგდიდში მიმდინარე მოვლენები ნათლად გვაჩვენებს იმას, თუ როგორ არის ჩამოშლილი პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. განსაკუთრებით ის ინსტიტუტები, რომლებიც უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდნენ და ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, ზუსტად ეს არის იმ მმართველობის და მმართველობის ფორმის შედეგი რომელიც დაამკვიდრა ოლიგარქმა, როდესაც ყველა ემსახურება მას. პრაქტიკულად მას ადამიანების წინაშე არანაირი ანგარიშვალდებულება არ აქვს“, - განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)