03:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 12:49:03, 514 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ, ამიტომაც ვითარდება დღეს ჩვენი ეკონომიკა

შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ, ამიტომაც ვითარდება დღეს ჩვენი ეკონომიკა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის დასაწყისში თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით უფრო დიდი შოკი და საფრთხე, ვიდრე დღეს.

„ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც პრაქტიკულად არც არავინ მსოფლიოში და არც საქართველოში არ ვიცოდით სწორი რეაგირება პანდემიაზე, არ იყო ჯერ კიდევ ტესტირების სიმძლავრე, არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდოლოგია, იმ დროს, თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით უფრო დიდი შოკი და საფრთხე, ვიდრე დღეს დავუშვათ 10 შემთხვევა.

დღეს სწორედ იმიტომაც ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და დაიწყო გაჯანსაღება, რომ ჩვენ პირველი ორი-სამი თვე გავატარეთ მკაცრი შეზღუდვები, სხვა შემთხვევაში ჩვენ ახლა ვერ ვისაუბრებდით ეკონომიკის აღდგენაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics