13:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 12:11:06, 538 ნახვა

საზოგადოება
საჯარო სექტორში შიდა აუდიტორთა პროფესიული განვითარებითბის ტრენინგების კურსი დაიწყო

მიმდინარე წლის 22 სექტებრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში იმართება ტრენინგი სახელმწიფო სექტორში (ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და  მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და ნძეგლთა დაცვის, ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები) შიდა აუდიტის დეპარტამენტში დასაქმებული პირებისთვის.

ტრენინგი ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის  უფროსმა ცოტნე ყავლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის  მოადგილე ანა დოლიძემ გახსნენს.

"დღეს ტარდება ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვის სიდა ფინანსური კონტროლის, შიდა აუდიტის მიმართულებით.და ამ მიმარტულებით საჯარო მოხელეების უნარ ჩვევების გაძლიერებაზე. ეს ცალსახად მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხარე მინდა კდიევ გამოვყო, ამ ტრენინგის მნიშვნელობიდან, აქამდე, 2010 წლიდან ფინანსთა სამინისტრო იყო მუდმივად ინიციატორი შიდა კონტროლის  მიმარტულებით ღონისძიებების, მუდმივად ჩვენ ვიყავით ჩვენ ვთხოვდით დარგობრივ სამინისტროებს ჩართულობისკენ, ჩვენ ვიყავით მაკოორდინირებელი, მაგრამ დღეს განსაკუთრებით  სასიხარულოა, რომ დარგობრივი სამინისტროების მხრიდან  მოდის ეს ინიციატივები. ამ შემთხვევაში,  თავდაცვის სამინისტროსგან, რისთვისაც მატ მადლობას ვუხდი. ეს იმის მნაიშნებელია, რომ თვითონ სამინისტროებში იზრდება შინაგანი რწმენა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებუი კონკრეტული შედეგის მომტანია საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობის ზრდის კუთხით. ამიტომაც, ორმაგი მნიშვნელობა აქვს დღეს ნამ ტრენინგს",-განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

ღონისძიებას ასევე დაესწრო  და მონაწილეებს სიტყვით მიმართა  დიდი ბრიტანეთის ატაშემ საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკმა  ნიკ ვილკესმა  და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის  ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

სახელმწიფო შიდა  ფინანსური კონტროლის სისტემის რეფორმაზე, კერძოდ, შიდა აუდიტორების  პროფესიულ განვითარებაზე, ფინანსთა სამინისტროს  შიდა კონტროლის დეპარტამენტმა მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო და არაერთი კურსი შესთავაზა შიდა აუდიტორებს.

თუმცა, მნიშვნელოვანია  თავად კოლეგა სამინისტროების აქტიურობაც. ამ კუთხით, ფინანსთა სამინისტრო  მიესალმება თავდაცვის სამინისტროს  ინიციატივას, იზრუნოს სამინისტროში შიდა აუდიტის სისტემის გაძლიერებასა და აუდიტორთა პროფესიულ განვითარებაზე.

საჯარო სექტორში ძლიერი შიდა აუდიტის  ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს  როგორც დაწესებულების კონტროლის სისტემის გაძლიერებას,  ისე რესურსების  ეფექტიან გამოყენებასა და  მათი პროდუქტიულობის ამაღლებას.

ტრენინგი მიზნად ისახავს  სახელმწიფო უწყებებში  ფუნქციურად ძლიერი  შიდა აუდიტის  სამსახურის ჩამოყალიბებას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და  ევროკავშირის ასოცირების  დღის წესრიგით  განსაზღვრულ რეფორმას შეესაბამება.

აღნიშნული ტრენინგები მოიცავს  ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა შესყიდვების, ადამიანური რესურსების მართვის, თაღლითობისა და ინფორმაციული  მენეჯმენტის აუდიტი.

სწავლება ფინანსთა სამინისტროსთან  კოორდინაციით  დიდი ბრიტანეთისა და  ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს  შორის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მისი ორგანიზატორები არიან ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და ნატო-საქართველოს  პროფესიული განვითარების პროგრამა(PDP). სწავლებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს  შიდა აუდიტის დეპარტამენტის  მიერ შერჩეული  ტრენერი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics