05:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 15:13:14, 508 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ჰქონდა ფარული შეხვედრა ბრეჟნევთან, თურმე მაშინ დალაგდა მისი შემოსვლა პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით,  7-8 წლის ასაკში ჰქონდა ფარული შეხვედრა ბრეჟნევთან და მაშინ დალაგდა მისი შემოსვლა თურმე პოლიტიკაში, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასული „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს.

მისი თქმით, აღნიშნულ ინტერვიუს „ექშენი“ აკლდა.

„ეფექტური არ იყო, მინდა ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ. „ექშენი“ აკლდა. მესმის, 17 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა და უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ. ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით,  7-8 წლის ასაკში ჰქონდა ფარული შეხვედრა ბრეჟნევთან. მაშინ დალაგდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა თურმე პოლიტიკაში. შეგიძლიათ მიბრძანდეთ ლეონიდ ბრეჟნევთან და დაუსვათ ეს შეკითხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ქართუ ჯგუფის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელდარ გოგოლაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ანგოლის სამოქალაქო ომში იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics