|
2015-09-22 11:47:17, 500 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობაში სათემო საჭიროებების განხილვა გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს, ფონდი ტასო – ს ხელმძღვანელობით, „თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა სოციალური (გენდერული) ბიუჯეტირებისათვის“ საკითხზე შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ააიპ - ის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეფა“ – სა და „სოკარ ჯორჯია“–ს წარმომადგენელი ესწრებოდა. მათივე ინფორმაციით, მრგავლი მაგიდის ფარგლებში განხილულ იქნა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კომიტეტის მიერ გამოვლენილი სათემო საჭიროებები და თვითმმართველობასთან დანადაფინანსებით განსახორციელებელი პროექტები: არსებული სიტუაცია და შედეგები. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების მოგვარების გზებზე და აუცილებლობებზე ისაუბრა. ცნობისთვის, მსგავსი ფორმატის შეხვედრები წელიწადში ერთხელ იმართება და შეხვედრის მიზანია სახვადასხვა სახის საჭიროებების თუ პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)