05:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 12:53:09, 738 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე აჭარაში კოვიდ19-ის შემთხვევების მატებას „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას უკავშირებს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აჭარაში კოვიდ19-ის შემთხვევების მატებას „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას უკავშირებს.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ბათუმში ენმ-ს აქცია იყო დივერსიული აქტი და უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, რომლის მიზანია პანდემიის გავრცელება.

„ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უმეტეს რომ შედეგები არის უკვე სახეზე. ანუ დღეები რომ გადავთვალოთ, როდესაც მოხდა გაორმაგება ბათუმში შემთხვევების რაოდენობის, პირდაპირ ემთხვევა აქციასა და ვირუსის გავრცელებას შორის ვადები, შესაბამისად, ეს არ იყო შეგნებული დივერსიული აქტი, არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე, თუმცა კვლევები აჩვენებს იმას, რომ დივერსანტების წინააღმდეგ მცირდება მხარდამჭერთა რაოდეობა და არა იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ებრძვიან დივერსიას. სამწუხაროა, რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა რეგიონებში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათთვის, ე.წ პოლიტიკოსებისთვის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერს ნიშნავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics