16:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-25 17:19:03, 1197 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პასუხი თურქეთს - აღნიშნული ფაქტი სიძულვილი და ცილისწამების პროპაგანდაა

„აღნიშნული ფაქტი სიძულვილი და ცილისწამების პროპაგანდაა“, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს განცხადებას.

ჟან-ივ-ლე დრიანი გმობს თურქეთის პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მაკრონმა ცნობიერებაზე კონტროლი დაკარგა და ფსიქიკაზე მკურნალობა ესაჭიროება.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია sputnik france ავრცელებს.

„თურქეთის ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის დაგმობის ან სოლიდარობის ოფიციალური ნიშნების არარსებობას, ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საფრანგეთის მიმართ სიძულვილისა და ცილისწამების პროპაგანდა დაემატა. ეს ადასტურებს, სურვილს გააღვივოს სიძულვილი ჩვენს წინააღმდეგ. ასევე პირდაპირი შეურაცხყოფაა რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ თურქეთის სახელმწიფოს ყველაზე მაღალ დონეზე“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

როგორც ვიცით, აღნიშნულს საფრანგეთის მხრიდან ანკარადან ელჩის გაწვევა მოჰყვა.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მუსლიმებთან და ისლამთან დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

„რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან? მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, - განაცხადა ერდოღანმა.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, "ისლამისტური სეპარატიზმი" საფრთხეს უქმნის საფრანგეთს, რადგან იგი ყველაფერზე მაღლა საკუთარ კანონებს აყენებს და ხშირად კონტრსაზოგადოებას ქმნის.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics