13:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 10:41:23, 474 ნახვა

საზოგადოება
მაკა ასათიანი: ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე „სტუდია მაესტროს“ ერთ–ერთი პარტნიორის განცხადება, მცდარია

შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორი, 25% წილის მფლობელი მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სტუდია მაესტროს“ ერთ–ერთი პარტნიორის განცხადება, ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე, მცდარია და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.

როგორც ასათიანი ამბობს, „ტელემაესტროს“ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნება.

"როგორც ცნობილია, შპს "სტუდია მაესტროს" მენეჯმენტმა მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის და გაკოტრების მოთხოვნით.

ჩემთვის და ასევე კომპანიის ყველა პარტნიორისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიმართვა არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ ეს გახლდათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი, აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ამდენად, შპს "სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე ან/და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.

სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით.

ასევე ძალზე პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან, სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა.

ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს "ტელემაესტროს" განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება.

რაც შეეხება "ტელემაესტროს" მიმდინარე საქმიანობას და მომავალს, მე, როგორც "მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორი, პირობას ვდებ საზოგადოების და ტელემაესტროს კოლექტივის წინაშე, რომ კანონის სრული დაცვით გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ სამართლებრივმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს ტელევიზიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას და შემდგომ განვითარებას.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ "ტელემაესტროს" არც მიმდინარე და არც სამომავლო ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

მიმდინარეობს ძალზე ჩვეულებრივი, აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისაგან",– ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics