|
2020-10-24 18:19:40, 695 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - ოპოზიცია გაიმარჯვებს ხალხთან ერთად, განწირულები ვართ ამისთვის
ოპოზიცია გაიმარჯვებს 31 ოქტომბერს ხალხთან ერთად, განწირულები ვართ ამისთვის, - ამის შესახებ„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა მელიამ გორში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია გამარჯვებას მშვიდობიანი ხელებით მოიპოვებს. „ჩემი მეგობრებო, ერთი კვირა დარჩა, ძალიან გთხოვთ ყველამ კარგად გავიაზროთ, თუკი ვინმეს სჭირდება ეს. წყალში უნდა ჩავდგეთ, ერთი კვირა მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, მაქსიმალური მობილიზაცია, ქუდზე კაცი და 31 ოქტომბერს ერმა, ერმა უნდა გაიმარჯვოს. ოპოზიცია გაიმარჯვებს ხალხთან ერთად, განწირულები ვართ გამარჯვებისთვის, ამ ქვეყანას არ უწერია მარცხი, იმიტომ რომ ჩვენი წინაპრების, მრავალი თაობის დაღვრილი სისხლი არ დაიკარგოს უკვალოდ, ერთი ადამიანი ფაშად ამ ქვეყანას ვერ მოაჯდება, გამორიცხულია. ლანგარზე და ლანგარით გამარჯვებას არ მოგვაწვდის ბატონი ოლიგარქი, მაგრამ ჩვენ ამ გამარჯვბას მოვიპოვებთ მშვიდობიანი ხელებით, ჩვენი რწმენით, გულანთებული ქართველები დაამარცხებენ არა მხოლოდ ოლიგარქს, არამედ უიმედობას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)