|
2020-10-24 15:32:31, 794 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ზუგდიდში მომხდარმა ბანკის ძარცვამ ჩვენს თვალწინ გააშიშვლა სისტემა
„ზუგდიდში მომხდარმა ბანკის ძარცვამ ჩვენს თვალწინ გააშიშვლა სისტემა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკა ჩამოიშალა, გაკოტრდა მცირე და საშუალო ბიზნესი და ჩამოიშალა ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ. „დღეს ვართ მომსწრე, როგორ ჩამოიშალა, ჩვენს თვალწინ ბოლომდე გაშიშვლდა სისტემა -ჩამოშლილი ქართული ეკონომიკა, 200 000 უმუშევარი ადამიანი, გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ჩამოშლილია ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, მოსამზადებელი პერიოდი ხელისუფლებამ ფულის კეთებაში გაატარა. ბოლო დღეები ვხედავთ ჩამოშლილი კრიმინოგენულ სიტუაციას ქვეყანაში, ზუგდიდში მომხდარმა ბანკის ძარცვამ ჩვენს თვალწინ გააშიშვლა სისტემა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბესა და არა ხალხის უსაფრთხოებას ემსახურება“, - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)