|
2020-10-24 14:03:17, 727 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას
შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც საქართველოში და შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მთავარია, რომ სიტუაცია მართვადია. „ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც ჩვენთან. შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამას ყოველდღიურად აღვნიშნავთ, რომ ჩვენ გვექნება ყოველდღიურად მეტი შემთხვევა, მაგრამ მთავარია, სიტუაცია იყოს მართვადი. ჩვენ, ვთქვათ, გრიპის დროს ხომ გვაქვს ბევრი შემთხვევა, მაგრამ სიტუაციას ვმართავთ, დაახლოებით ასე იქნება თანდათანობით კოვიდთან მიმართებაშიც. შემთხვევების ზრდა გვექნება. საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. „კოვიდსასტუმროებში" და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა არ გავრცელდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)