|
2020-10-24 13:44:09, 622 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - თუ მოქალაქეების 90%-ზე მეტი იქნება პირბადით, ვირუსის გავრცელება 70%-ით შემცირდება
თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით, გავრცელება 70%-ით შემცირდება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული ახლა, თუ რამდენი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შეიცვალა სტრატეგია და საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში. „თითოეულ ჩვენგანზეა ახლა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ უკვე განხორციელდა სტრატეგიის შეცვლა და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში, ევროკავშირმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის ქვეყნებშიც სწრაფი ტესტები დაიგეგმება დიაგნოსტიკაში პოლიმერაზა ჯაჭვურ რეაქციასთან ერთად ასე ვთქვათ, ორივე იქნება გამოყენებაში,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)