|
2020-10-24 00:06:51, 1615 ნახვა
კომენტარი
გოჩა გაბოძე - აივ შიდსის მკურნალობისა და პრევენციის საშუალებები სულ უფრო მეტად იხვეწება
"აივ შიდსი დღეს უკვე მართვადი ქრონიკული დაავადებაა. მკურნალობისა და პრევენციის საშუალებები სულ უფრო მეტად იხვეწება, მათ ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვთ და მკურნალობაზე მყოფი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ახდენენ. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აივ აქტივისტმა ასოციაცია "ბროწეულის" ხელმძღვანელმა გოჩა გაბოძემ უთხრა. "საქართველოში დღეს უკვე გვაქვს ერთ აბიანი კომბინირებული პრეპარატი რაც კიდევ ერთი ნაბიჯია წინ შიდსის ეპიდემიის დასასრულებლად. მკურნალობაზე მყოფი აივ დადებითი ადამიანი აღარ არის ვირუსის გავრცელების წყარო. მკურნალობის მიღებისას ნაკლები ბარიერი ვირუსის გავრცელების შეკავების ერთადერთი საშუალებაა. გაბოძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ახალი ვაქცინა აივ ინფიცირებულთა დიდი ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოშიც. შეგახსენებთ, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) პირველად გასცა რეკომენდაცია აივ მკურნალობის ინექციურ საშუალებაზე. ახალი ინექციური სამკურნალო საშუალება, რომელიც 2 მედიკამენტის კომბინაციისაგან შედგება ( რილპივირინი x კობოტეგრავირი) რეკომენდირებულია ევროპის წამლის სააგენტოს კომიტეტის მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)