05:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 18:27:13, 619 ნახვა

კომენტარი
დავით ხვიბლიანი - ის, რასაც ჩემზე ავრცელებენ, ცილისწამებაა, ღირსება და სამსახური შემილახეს

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი დავით  ხვიბლიანის განცხადებით, ბრალდებები, თითქოს ის თავმდამსხმელის თანამზრახველი იყო, ცილისწამებაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სენაკის სამხედრო ბაზაზე მსახურობს და შესაბამისად, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

„ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი სამსახურიც შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც მე მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ კითხვებზე პასუხის გაცემას, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი. მე რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა ეს ყველაფერი სრულიად იცის გამოძიებამ, თუ საჭირო იქნება, გამოძიება იტყვის ყველაფერს. სერგო ჩაჩიბაია ვინ არის საერთოდ არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. მე ჩვეულებრივ სამხედრო ბაზაზე გამოვცხადდი, რაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ სამხედრო ბაზაზე“, - განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. დღის მეორე ნახევარში, მან მძევლების თავისუფლების სანაცვლოდ  ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, თავდამსხმელმა სამი მძევლის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics