06:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-23 10:48:59, 515 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - კრიმინალთან ბრძოლაში „ქართული ოცნების“ მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი ამის გამოვლინება იყო

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

უგულავას თქმით, მინისტრის განცხადება, რომ ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური მეთოდებით, არის კიდევ ერთი თვალში ნაცრის შეყრა. უგულავამ აღნიშნა, რომ ეს სპეცოპერაცია ჩაფლავდა, რადგან არც კრიმინალია დაჭერილი და არც მისი იდენტიფიცირება მომხდარა.

უგულავამ აღნიშნა, რომ ამით მწვანე შუქი აენთება მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებს.

„სრული უპასუხისმგებლობაა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება და მორიგი თვალში ნაცრის შეყრა, რომ სპეცოპერაციის დროს თურმე ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური მეთოდებით და ადამიანის ზრუნვით. უნდა ესმოდეს განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ როდესაც დამნაშავე დაჭერილი არ არის და მაღალი ალბათობით ის იდენტიფიცირებულიც კი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამით მწვანე შუქი ენთება მსგავს ქმედებებს.

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანტიტერორისტული ბრძოლის ორგანოები და სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ როდესაც ტერორისტი მიაღწევს თავის საწადელს, ეს ნიშნავს წახალისებას და  მწვანე შუქის  ანთებას მსგავსი ქმედებებისათვის.

დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ფაქტს, რომ იდენტიფიცირებულიც კი არ არის დამნაშავე, იმიტომ, რომ ან ხდება დაკავება ცხელ კვალზე ან რამდენიმე დღის შემდეგ უნდა არსებობდეს ფოტო-რობოტი, უნდა იყოს იდენტიფიცირებული პირი და საზოგადოება ერთვება ასეთ ძიებაში და თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, აწვდის მას სამართალდამცველებს. ფაქტია, რომ არც ერთი მომხდარა და არც მეორე.

 ამიტომ, ჩვენ, სამწუხაროდ, გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ეს არის ჩაფლავებული ოპერაცია და უნდა ავღნიშნოთ, რომ კრიმინალთან ბრძოლაში ქართული ოცნების მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი იყო ამის სამწუხარო გამოვლინება”, - განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics