06:52 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 15:38:22, 347 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - კონკრეტული ტელევიზიების სტრატეგიული მიზანი ხელისუფლებისათვის ჩრდილის მიყენებაა

„კრიტიკულ მედიასთან დაკავშირებით კარგად ხედავთ, საკმაოდ კრიტიკულებიც ხართ, ხშირ შემთხვევაში ზღვარგადასული შეფასებებიც ისმის კონკრეტული მედიისაგან, მაგრამ არავის არასოდეს არ შეუზღუდავს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თითქოს ტვ პირველის დამფუძნებლის მამის მიმართ იყო მუქარა  სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით.

მისი შეფასებით, ეს არის მოგონილი აბსურდი, რომელსაც ლოგიკაც კი არა აქვს, მაგრამ ამ აბსურდის ტირაჟირება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა, რასაც წარმატებით ახორციელებენ კონკრეტული ტელევიზიები.

„რაც შეეხება ორი ადამიანის შეხვედრას, წარმომიდგენია რა იდიოტი უნდა იყოს ნებისმიერი, ვინც შეხვდება კონკრეტულ ადამიანს და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოითხოვს და თან იმედი ექნება, რომ ამასთან დაკავშირებით დამფუძნებელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მით უმეტეს ტელევიზია, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც კარგად ვიცნობთ, შეიცვლის პოზიციას.  ეს არის მოგონილი აბსურდი, რომელსაც ლოგიკაც კი არა აქვს, რომ საფუძვლად დაედოს ვინმემ შეაცვლევინოს სარედაქციო პოლიტიკა ლისის ტბაზე თუ კუს ტბაზე დახვედრით ადამიანს, ეს არის აბსურდი, მაგრამ ამ აბსურდის ტირაჟირება არის ჩამოყალიბებული სტრატეგიული გეგმა, რასაც წარმატებით ახორციელებენ კონკრეტული ტელევიზიები. ეს ხომ ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ სახელის გატეხვას ცდილობენ ადამიანების, რომლებიც ხელისუფლებაში იმყოფებიან და რომლებმაც მიაღწიეს ძალიან მაღალ მაჩვენებელს მედია თავისუფლების რეიტინგებში, იმდენად მაღალ მაჩვენებელს, რომ წინ უსწრებენ ბევრ განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ, რომლის თქმით, კონკრეტული ტელევიზიების სტრატეგიული მიზანი არის ხელისუფლებისათვის ჩრდილის მიყენება და ამ მიზანს არანაირი გამართლება არ აქვს.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics