|
2020-10-21 20:16:58, 657 ნახვა
კომენტარი
უგულავა პოლიციელებს - არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა ამ ქვეყანაში „ვეჩნი“, მოგეკითხებათ!
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ქართული მარშის“ კანდიდატ გიორგი გაბედავას დაუპირისპირდა. როგორც უგულავამ აღნიშნა, გაბედავა „საქართველოს ბანკის“ ფილიალის თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილ ზოგიერთ პირთან დაკავშირებით პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდა. მანვე მიმართა პოლიციელებს, რომ მათი ქმედება კანონის აბუჩად აგდებაა და მათ აუცილებლად მოეკითხებათ. „ამ უუნარო ხელისუფლების მთელი დღე ჩვენ ვაკვირდებით, მას შემდეგ რაც აღმოაჩნიეს საცოდავი ადამიანი, რომელიც მძევალია, ჯერ გამოაცხადეს ნაც მოძრაობის წევრად, მერე უგულავასთან მუშაობდაო და ახლა მოვიდა გაბედავა და დაიწყო თქვენი ზონდერიაო. ადამიანი მძევალია, ესეთი უსისხლძარღვო ხელისუფლება, გაბედავა ნოლია, შნირია, პრობლემაა ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, მოიყვანეს ახლა და მათი პროპაგანდისტული ყველა საშუალება, კვარაცხელიას შეიძლება ხვალინდელი დღე არ გაუთენდეს და ეს ნაგვები პირდაპირ ადებენ ხელს, რომ პროვოკატორია, ესეთი უუნარო ხელისუფლება რომ არის. გაეთრევით ყველანი აქედან, ყველა პოლიციელს ვეუბნები, ვინც არ არის თავის საქმით დაკავებული, მოგეკითხებთ სათითაოდ. არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა ამ ქვეყანაში „ვეჩნი“, მოგეკითხებათ, კანონის აბუჩად აგდებაა, რასაც ახლა აკეთებთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)