|
2020-10-20 16:25:10, 624 ნახვა
კომენტარი
ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლება მეორე ტალღისთვის მომზადების ნაცვლად, თავის ქებით იყო დაკავებული
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, გიგა ბოკერიამ 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამოსვლაში უნდა განეხორციელებინა. ბოკერიას თქმით, ხელისუფლება, იმის ნაცლად, რომ მომზადებულიყო მეორე ტალღისათვის, თავის ქებითა და თვითკმაყოფილებით იყო დაკავებული. „არაფერი ივანიშვილის გუნდს ამ თვეების განმავლობაში არ გაუკეთებია, იმისთვის, რომ მოზადებულიყო ამ მდგომარეობისთვის. ეხლა საუბრობენ კოვიდ საწოლებსა და საველე ჰოსპიტალებზე, ეხლა აღმოაჩინეს, რომ ცხელი ხაზი შესაძლოა გადაიტვირთოს და ეხლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს. მთელი ეს თვეები გამოიყენეს თავისი თავის ქებისთვის, თვითკბობისთვის, დამუნათებისთვის ყველასი, ჟურნალისტებით დაწყებული პოლიტიკური ოპონენტებით თუ ექსპერტებით გაგრძელებული, ვინც კითხვებს სხვავდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს და ამათ ხელში დატოვება ამ სერიოზული გამოწვევის იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)