|
2015-09-21 13:32:14, 584 ნახვა
საზოგადოება
1 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქის პასპორტი 100 ლარის ნაცვლად, 70 ლარი ეღირება
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქციის პერიოდში 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება. აქციით სარგებლობა 18 წელს მიღწეულ, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. 10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრიული პასპორტი განაცხადის მიღებიდან მეათე სამუშაო დღეს გაიცემა. აქციის პირობები არ გავრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად ისედაც სარგებლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით. ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთათვისაც პასპორტი უფასოდ გაიცემა. ასევე აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნებიან და პასპორტის ღირებულება შეადგენს 50 ლარს: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა. არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეებისთვის, პასპორტის მისაღებად, მოქალაქეს განაცხადის ჩაბარება იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ექსპრესს საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)