01:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 13:06:33, 310 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი, მოვლენებს ცოტა დინამიკაში შეხედონ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი მმართველობის დროს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რომ მოეგვარებინა მოქმედი ხელისუფლება ამ სფეროში კიდევ უფრო წინ წავიდოდა.

„მე ვისურვებდი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ანალიზი არა ბოლო ერთ კვირას დაუთმოს და არა ბოლო სამ წელიწადს, არამედ ბოლო 10 წელიწადს. ძალიან მარტივად დაინახავენ, რომ ადამიანის უფლებები სწორედ ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება. მე არ მიხარია, რომ წარსულში დიდი პრობლემები იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად, რომ მოაგვარებინა პრობლემები და მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი იმ დონით, რა დონითაც დღეს არის. პატიმრების უფლებები დაცული რომ ყოფილიყო, როგორც დღეს. პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში ყოფილიყო ისე დაბალი, როგორც დღეს მაშინ ჩვენ საშუალება მოგვეცემოდა,კიდევ უფრო წინ წაგვეწია ეს საქმე. ასე რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობა“ რაიმე ანალიზს გააკეთებს, მე მას ვურჩევდი, რომ ცოტა დინამიკაში შეხედონ მოვლენებს და ძალიან ნათლად დაინახავენ, რომ პროგრესი სახეა. რაც შეეხება, უკმაყოფილებას ამა თუ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ეს გარდაუვალი ამბავია ასე არის და იქნება მუდმივად. თუ ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას გავაგრძელებთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ რედისონში მიმდინარე კონფერენციაზე „პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დანერგვის პროცესში“ დისკუსიის ფარგლებში სურთ დააფიქსირონ, მოსაზრება, რომ ადამინის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics