|
2020-10-19 20:13:29, 813 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - რისკებს არჩევნები კი არა, არამედ საარჩევნო კამპანიაა ქმნის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თავად არჩევნები კი არა, არამენდ საარჩევნო პერიოდშ შეცავს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით გარკვეულ რისკებს. მისი თქით, იზრდება რისკები, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია. "რა თქმა უნდა, არჩევნები რა თქმა უნდა ზრდის რისკებს იმ ერთი მიზეზის გამო, რომ სარჩევნო კამპანია ძალიან აქტიურ სტადიაშია. საარჩევნო კამპანია მათ შორის მოიცავს ხალხმრავალ შეკრების საჭიროებას, ამის მაგალითი რამდენიმე დღის წინ ბათუმში გვქონდა, სადაც ხალხმრავალი შეკრება ისე გაიმართა, რომ არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. რა იქნებოდა, რომ ზუსტად ისეთი შეკრება გამართულიყო - ისეთივე შედეგი იქნებოდა პარტიის მხარდამჭერებისთვის ყველას ნიღაბი, რომ ჰქონოდა გაკეთებული. რა თქმა უნდა, იმ რეგულაციებს, რომელიც რბილია და არ არის დრაკონული, ყველა არ ასრულებს, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში. თვითონ არჩევნები არ ქმნის რისკებს, საარჩევნო უბნებზე ყველაფერი დალაგებულია, ისეთი ზომებია მიღებული საარჩევნო ყუთებზე პრევენციის თვალსაზრისით,რომ არავინ დაინფიცირდება. საარჩევნო პერიოდი შეიცავს რისკს“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)