|
2020-10-19 18:07:04, 1140 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ პირველი სტრარტაპ საწარმო დააფინანსა
„თიბისიმ“ ახალი პროდუქტის სტარტაპ საწარმოს დაფინანსების ფარგლებში პირველი საწარმო დააფინანსა. სტარტაპი „ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS“ საბურავების გადასაკრავ საწარმოს გააკეთებს, სადაც შესაძლებელი იქნება მეორადი საბურავების განახლება. საწარმო შეიძენს მეორად საბურავებს, რომელთა გადამუშავების შედეგად საბურავზე მოხდება პროტექტორების გადაკვრა და განახლება. „ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS“-ის საწარმოს დაფინანსება 270 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო საგარანტიო სქემის ფარგლებში „აწარმოე საქართველოსთან“ პარტნიორობით მოხდა. პროგრამა „სტარტაპერმა“ დამწყები ბიზნესების მხარდაჭერად და ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალი ფინანსური პროდუქტი - სტარტაპ საწარმო სესხი ახლახანს შექმნა. შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება. სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა, გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ გადასახადების დაფარვა. ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა თიბისის ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა წარადგინოს. განაცხადის დაფიქსირება ასევე შესაძლებელია ფილიალში ან ქოლ-ცენტში. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში“, რაც სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს. სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვედრზე: startuperi.ge
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)