|
2020-10-19 11:23:06, 513 ნახვა
კომენტარი
უგულავა სწავლის აუდიტორიაში დაწყებაზე - არჩევნებზე ახალგაზრდები რეგიონებში ვერ დაბრუნდებიან, რათა „ოცნებას“ „პანჩური არ ხიონ“
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გაგძელებასთან დაკავშირებით მთავრობას აკრიტიკებს. უგულავას თქმით, ამ გადაწყვეტილებით მოხდება რეგიონებიდან სტუდენტების თავმოყრა მხოლოდ ერთი მიზნით, რომ არჩევნებზე ახალგაზრდები არ დაბრუნდნენ უკან და „ოცნებას“ „პანჩური არ ხიონ“. „ექვთიმე&ოცნება! თქვენი თაღლითი დედა ვატირე. უკვე ერთი კვირაა რექტორები, ექიმები, პარტიები, არასამთავროები გეუბნებით, რომ 19 ოქტომბერს უმაღლესში ტრადიციული წესით სწავლების დაწყება სარისკოა, რადგან მაქსიმუმ ერთ კვირაში შეწყვეტა მოგვიწევდა. 18 ოქტომბერს საღამოს რომ აცხადებ, ეს ნიშნავს, რეგიონებიდან სტუდენტების თავმოყრას, მხოლოდ ერთი მიზნით, 31-ში უკან არ დაბრუნდნენ, რომ ოცნებას პანჩური არ ხიონ არჩევნებზე. ამისთვის გაწირეთ სტუდენტები, რადგან თუ სადმეა ეპიცენტრი ეს თბილისშია. უმკაცრესად დაისჯება „ოცნება“ ამ კორონათაღლითობისთვის. დაბრუნდებიან სტუდენტები თავისი რეგისტრაციის მისამართებზე და მშობლებთან ერთად, ბებია ბაბუებთან ერთად ოცნებას წირვას გამოუყვანენ. ასე იქნება ეს!“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)