|
2020-10-17 15:38:38, 724 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - ჯერ კიდევ საკითხავია, რომელია უფრო დიდი პრობლემა, კოვიდი თუ ივანიშვილის ხელისუფლება
კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია - კაპანაძე არჩევნების გადადებაზე კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, არჩევნების შესაძლო გადადებას. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მყარი პოზიციია, რომ არჩევნები ჩატარდეს 31 ოქტომბერს, ყველა მოთხოვნის დაცვით, რადგან საზოგადოებას აღარ სურს, რომ ამ მთავრობას დაელოდოს, გააკეთებენ თუ არა რაიმეს. როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ საკითხავია, რომელი უფრო დიდი პრობლემაა, კოვიდი თუ ივანიშვილის ხელისუფლება. „ „ევროპული საქართველოს“ ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა და ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და რომ ჩვენ არ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, საზოგადოებაზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში და თავს მივცემ უფლებას საზოგადოების სახელით ვისაუბრო, რომ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ ამ მთავრობას და მითუმეტეს გადადებული არჩევნების პირობებში გაურკვეველი ვადით კიდევ ველოდოთ, რომ რაიმეს გააკეთებენ. სრულიად ნათელია საზოგადოების დამოკიდებულება, ყველას სურს გარდამტეხი ცვლილებები, რათქმაუნდა კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია. ამიტომ, ამ არჩევნებზე, ყველანი უნდა მივიდეთ მაქსიმალური დაცვით იმ მოთხოვნების, რომლებიც არის დაწესებული და ეს მთავრობა და ივანიშვილი გავუშვათ ოპოზიციაში და მერე მივხედოთ იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც არის ქვეყანაში, დაწყებული კოვიდოთ, გაგძელებული იმ ეკონომიკური უძრაობით და ვარდნით და დამთავრებული იმ ჭაობით, რომელშიც აღმოვჩნდით. ამიტომ, ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი გადადების, ეს ამბავი უნდა მორჩეს 2 კვირაში და ეს 2 კვირა ყველამ როგორღაც უნდა გავიჭირვოთ, რომ მერე ვიაროთ წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი“, - განაცხადა კაპანაძემ.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)