|
2020-10-17 13:01:43, 457 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი- გვჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩ ვენს მეგობრებთან მოლაპარაკებებში
„ქართული მხარე არაფერს განსაკუთრებულს ზედმეტს არ ითხოვს ჩვენი მოძმე ხალხისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი სახელმწიფოსგან, აზერბაიჯანისგან. ჩვენი ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ შორის დაიდო”, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ყველა შესაბამისი არგუმენტი აქვს, რომელსაც მის პოზიციებს ამყარებს: „ჩვენ ასე გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი და არგუმენტი და ასე ვთქვათ, მტკიცებულებები, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან, ამ მოლაპარაკებებში. კიდევ ვიმეორებ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რუკა. თანაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხოლოდ ამ რუკას გამოვიყენებთო, სხვა რუკაზე არ ყოფილა საუბარი, ბუნებაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წესების მიხედვით, რაც არის მსოფლიოში დადგენილი, როცა ასეთი რაღაც ხდება და ის შეთანხმება შედგება, ის უნდა შესრულდეს.“ მინისტრის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეს საქმე წარმატებით დასრულდება და აზერბაიჯანის მხრიდან უკვე გახმოვანდა პოზიცია, რომ მზად არიან დიალოგისთვის. „ამ რადიკალურ თუ მტრულ, ანტიეროვნულ ძალას, მოღალატეთა გაერთიანებას აქვს ერთადერთი მიზანი, მათი მცდელობა, რაც იყო თავიდანვე, როდესაც აწიეს ტემპერატურა, რომ ეს რა ხდება, აზერბაიჯანთან კონფლიქტს იწყებთ?! ეს, რა თქმა უნდა არ გამოუვიდათ, რადგან თვითონ პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა პრეზიდენტის მრჩეველმა, ბატონმა გაჯიევმა. ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომ მზად არიან დიალოგისთვის.“
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)