13:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 13:53:11, 726 ნახვა

საზოგადოება
სართიჭალისა და ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრებში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ქართული ენის კურსები დასრულდა

სართიჭალისა და ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრებში, ადგილობრივი, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის  ქართული ენის კურსები დასრულდა. კურსი საგანგებოდაა შედგენილი და მისი ხანგრძლივობა 22 საათს შეადგენს.

სართიჭლას საზოგადოებრივ ცენტრში  ქართული ენის კურსს თერთმეტი, თხუთმეტ წლამდე იმ მოსწავლისთვისგანხორციელდა, რომლებსაც უკვე გააჩნიათ ქართული ენის საბაზისო ცოდნა, წერისა და კითხვის უნარები, მაგრამ უჭირთ სწორი მეტყველება. კურსი სწორედ გამართული მეტყველების ჩამოყალიბებისთვისაა შედგენილი და მსმენელებს ქართულად კომუნიკაციის უნარების განვითარებაში ეხმარება.  

რაც შეეხება ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარებულ ქართული ენის კურსს, ჯგუფი ძირითადად    დუისის, პანკისის და ომალოს მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული, რომელთაგან უმრავლესობა  სკოლის მოსწავლეა. 

„ქართული ენის კურსისთვის შერჩეული მონაწილეები ქართული ენის საბაზისო უნარებს დაახლოებით ერთნაირ დონეზე ფლობენ, თუმცა ყვარელწყალში არის რამდენიმე მსმენელი, რომლებმაც ქართული საერთოდ არ იციან. იმის გამო, რომ ქართული ენის შესწავლის მიმართ  ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი იყო, იმ მსმენელებისთვის, რომლებსაც საბაზისო ცოდნა არ გააჩნიათ, ტრენერი სპეციალური, მათზე მორგებული პროგრამით გაატარებს კურსს. ქართული ენის შემსწავლელი ანალოგიური კურსი დღეიდან  უკვე ფოკაშიც დაიწყება,“-განაცხადა სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.

პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით ხორციელდება და მის მიზანს,  კონკრეტული რეგიონის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაცია, ასევე ენობრივი ბარიერის დაძლევით  მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics