|
2015-09-20 11:30:04, 421 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: ივანიშვილის ერთადერთი იდეაა, ოპონენტების პოლიტიკური დევნა
დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“ აქვს ნულოანი პერსპექტივა. როგორც მან „რუსთავი 2“–ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, ერთადერთი იდეა, რომელიც ივანიშვილს გააჩნია,არის შურისძიება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს. „ივანიშვილის ხელისუფლებას ნულოვანი პერსპექტივა აქვს. მას არა აქვს არანაირი იდეა, რაც არის იდეა, რომელიც აქვს ხელისუფლებას და რომლის გარშემოც ხდება კონსოლიდაცია საზოგადოების არ არსებობს მსგავსი რამ. ერთადერთი იდეა, რომელიც ივანიშვილს გააჩნია, ეს არის შურისძიება და პოლიტიკური დევნა ოპონენტების. ზიზღზე კონსოლიდაცია არ ხდება. ზიზღზე კონსოლიდაცია შეიძლება იყოს მოკლევადიანი და ბინძური ინტერესების შესასრულებლად, მაგრამ იმის იქით ეს აღარ მიდის. საქართველო არის ქვეყანა სადაც პოლიტიკა ზემოქმედებს ეკონომიკაზე და შესაბამისად პოლიტიკური არაჯანსაღი კლიმატი შეუძლებელია, რომ ეკონომიკაზე არ გავრცელდეს. როდესაც ინვესტორმა იცი, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება დაიჭერს წინას, ის ქვეყანა არის არასტაბილური და იმ ქვეყანაშ ფულის ჩადება არ ღირს. შემცირდა ინვესტიციები, შესაბამისად შემცირდა სამუშაოები, გავარდა ლარი და შეიქმნა პრობლემები. დაქვეითებულია დღეს ქვეყნის იმუნიტეტი უსაფრთხოების კუთხით, დაქვეითებულია ეკონომიკური იმუნიტეტი და ნებისმიერი გარე, თუნდაც უმნიშვნელო ფაქტორი ცუნამივით მოქმედებს ქვეყანაზე“, – აღნიშნა უგულავამ. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალია „ივანიშვილის ხელისუფლება“ ქვეყანას არჩევნების გზით ჩამოშორდეს. „გამოსავალი არის ერთადერთი - როგორმე მივიდეთ არჩევნებამდე მაქსიმალურად გამოვბრდღვნათ ხელიდან ნორმალური საარჩევნო კოდექსი და არჩევნებით ჩამოვაშოროთ ეს ადამიანი ხელისუფლებას. ანუ მისი მარიონეტები არ უნდა იყვნენ ქვეყნის მმართველობაში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)