|
2020-10-17 10:23:28, 826 ნახვა
რეგიონი
სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
სენაკსა და ხონში დევნილთა დასახლებებში არსებულ საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, 2020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით, 7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება და დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)