|
2020-10-16 21:37:08, 777 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - „ქართული მარშის“ აქციაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც იყვნენ, თუმცა რას აპროტესტებდნენ არ ვიცი
„ქართული მარშის“ აქციაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც იყვნენ, თუმცა რას აპროტესტებდნენ არ ვიცი“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ მარშზე“ მისი შეხედულების მიუხედევათ ერთხელად არ გამოუთქვამს მოსაზრება. „ბავშვსაც კი არ სჯერა, რომ ქართული მარშის ნებისმიერ წარმომადგენელს მოუნდა აქციის გამართვა ნიკა მელიას ოფისის წინ მოწმენდილ ცაზე. განა იმიტომ, რომ მე ჩემი შეხედულება არ მაქვს ამ ორგანიზაციაზე, უბრალოდ ერთხელაც კი არ გამომითქვამს მოსაზრება ამ ორგანიზაციაზე, არათუ უახლოეს წარსულში, რაც კი არსებობენ ისინი, მე არასოდეს მიხსენებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პოზიცია არ მაქვს. რაღაც საბაბი ხო უნდა ჰქონოდათ და მოვიდნენ და თქვეს, რომ რაღაც განცხადება გამიკეთებია მათთან მიმართებაში. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქართული მარშის გარემოცვაში იყვნენ ქართული ოცნების აქტივისტებიც ამიტომ, მათ არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ ამ აქციის გამართვის, იქ იყვნენ ქართული ოცნების აქტივისტებიც. ვითომ განცხადება გავაკეთე და ამაზე აპელირებდნენ, მაგრამ რა განცხადებაზე იყო საუბარი, არ ვიცი“ , - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)