|
2015-09-20 10:50:51, 677 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს იტალიის პოლიციის წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის, კოორდინაციისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი მარკო ბოლონეზი ეწვია. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საერთაშორისო სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტების კოორდინაციის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრები ასევე გაიმართა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, შსს-ს აკადემიის, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგებლებთან. 2013 წლიდან CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ და სტუმრობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავი უწყებების წარმონადგენლებს. პროგრამის ფარგლებში ვიზიტები ხორციელდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კიბერდანაშაული, არალეგალური მიგრაცია, ტრეფიკინგი, სამართალდამცავთა სწავლების სისტემები.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)