|
2020-10-16 14:02:50, 690 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი ე.წ კარტოგრაფების საქმეზე - ფაქტია, ადვოკატებიც ჩართულები არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გია ვოლსკი ე.წ კარტოგრაფების საქმეზე აცხადებს, რომ ადვოკატებიც, ჩართულები არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ. მისი თქმით, ფაქტია ისიც, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, არ იყო ადეკვატური. „საერთოდ არანაირი დოკუმენტი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო ხელისუფლებას პოზიცია და უნდა ეძებნა ის, რის მოძებნაც მოხერხდა ბოლო პერიოდში, ამაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა, სავსებით გამჭვირვალედ, სრული ინფორმაცია წარმოადგინა, მაგრამ არავინ რომ არ ილაპარაკოს ამ თემაზე, საოცარია იმისთვის ბრძოლა, რომ ეს ტერიტორია, გინდა თუ არა, აზერბაიჯანს ეკუთვნის და სამწუხაროდ, ადვოკატებიც ჩართული არიან ამ ბრძოლაში იმ მხარის პოზიციებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოსი არ არის დავით გარეჯი",- განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)