|
2020-10-16 13:42:02, 575 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი
ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის" ისეთივე მხარდამჭერია, როგორც ნებისმიერი სხვა და მისი პოზიცია გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი შეფასებით, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება, მისი ირონია და დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელია. „ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის" ისეთივე მხარდამჭერი და შეიძლება ითქვას ერთი გაერთიანებული პოლიტიკური გუნდის წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა გინდ „ევროპული საქართველოდან", გინდ „ნაციონალური მოძრაობიდან" და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი. მისი ირონია და დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელია", - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიმდინარე კვირას დავით გარეჯის საკითხს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობს და მათი განცხადებები დავით-გარეჯის საქმეზე, სასაცილოა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)