01:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-20 10:42:53, 501 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა: საკანში ერთადერთი ვისაც გავუძლებდი გოკა გაბაშვილია

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავას, საკანში მასთან ერთად კახა ბენდუქიძე წარმოედგინა, თუმცა, საბოლოოდ გოკა გაბაშვილზე შეჯერდა.

ამის შესახებ მან  „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.

„ვერთობოდი ასეთი რაღაცეებით –  წარმოვიდგენდი ვინ შეიძლება იჯდეს ჩემთან ერთად. პირველი წარმოვიდგინე კახა ბენდუქიძე, მაგრამ მალევე შევუთვალე, რომ შეუძლებელი იყო ციხეში ჩამჯდარიყო. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე შევუთვალე, ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება, ჩემი პერსონალური მეგობარი იყო, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ძალიან დააკლდა, ის იყო ადამიანი, რომელიც იყო მოვლენა და დააკლდა ჩემ ცხოვრებასაც და ქვეყანასაც.  მერე წარმოვიდგინე გიგა ბოკერია, მაგრამ ის მაშინვე დაიბრაკა. ბოლოს შევჯერდი, რომ ერთადერთი ვისაც გავუძლებდი და საინტერესო იქნებოდა გოკა გაბაშვილია და საინტერესო იქნებოდა.  ეს გონების თამაშია, გინდა წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც ესაუბრები.  მარტო რომ ხარ ყველაფრის უფლებას აძლევ შენს თავს, ყველაფრის წარმოდგენა შეგიძლია“, – აღნიშნა უგულავამ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics