|
2020-10-15 17:27:44, 666 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ფონდი „ქართუ“ ჩვენი მუდმივი პარტნიორი და მხარდამჭერია ძალიან ბევრ კარგ საქმეში
მთაწმინდის პარკში, ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პრეზენტაციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პროექტი პირდაპირ თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც მთავრობას გარემოსდაცვითი მიმართულებით, კერძოდ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აქვს. „ეს არის მულტიდისციპლინური პროექტი, რომელიც ურბანულ გარემოს თვისობრივად განაახლებს, ხარისხობრივად შეცვლის და გააუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობას აქტიური ცხოვრებისა და რეკრეაციის საშუალებას მისცემს. ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მუშაობის კარგი მაგალითია. პროექტის განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და „ფონდი ქართუს“ უპრეცედენტო დახმარება. ეს არის მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. „ფონდი ქართუ“ ჩვენი მუდმივი პარტნიორი და მხარდამჭერია ძალიან ბევრ კარგ საქმეში, რაც არა მხოლოდ ზოგადი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უკავშირდება, არამედ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. დაცულ ტერიტორიებზე ძალიან ბევრი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა სწორედ „ფონდი ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)