|
2020-10-15 14:39:30, 557 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქობულეთში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა
„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქობულეთის სოფელ დაბა ოჩხამურში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა. 11 ჰა მიწის ნაკვეთზე მეწარმეს უკვე მოჰყავს 240 ტონა პომიდორი. პროქტი გამორჩულია იმით, რომ კომპანია „პანგეას“ პომიდვრის უნიკალური, "ტომსკის" ჯიშის, ბიო პროდუქტი მოჰყავს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, მაღაზიებსა თუ კერძო პირებზე, ასევე გააქვს ექსპორტზე. პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 240,000 ლარი გამოყო, რაც წყლის რეზერვუარისა და სარწყავი სისტემის დასამონტაჟებლად, ასევე მიწის დასამუშავებლად და სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად დაიხარჯა. სს „პანგეა“ სამომავლოდ სათბურის მოწყობასაც გეგმავს. სს „პანგეა“ 30 ადამიანს ასაქმებს. „საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას. მოხარული ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ისეთ პროექტში, რომელიც აგროსექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთში, კერძოდ დაბა ოჩხამურში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა. ამჟამად მიმდინარეობს პომიდვრის ჯიშების გამოყვანა და მოყვანილი პროდუქტი ექსპორტზე გატანა. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს აგრომეურნეობის განვითარებას, მოტივაციას აძლევს ფერმერებს, განავითარონ ადგილობრივი წარმოება, ასევე, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. საქართველოს ბანკი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონის განვითარებისთვის სასარგებლო პროექტებს“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)