|
2020-10-14 20:13:38, 531 ნახვა
კომენტარი
ცერცვაძე - „რემდესივირის“ შემოტანა 2-3 კვირაში შესაძლებელი იქნება, თუმცა ის მთავარი გამოსავალი არ არის
„რემდესივირის“ შემოტანა 2-3 კვირაში შესაძლებელი იქნება, თუმცა ის მთავარი გამოსავალი არ არის“ , - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მალე იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შემოიტანს მონოკლონურ ანტისხეულებს. „არ მინდა იყოს განცდა, რომ "რემდესივირის" შემოტანა მთავარი გამოსავალია ამ საქმიდან. "რემდესივირი" ჩვენს ქვეყანაში სულ რაღაც 2-3 კვირაში შემოვა, ის რეკომენდებულია, თუმცა რთულად იშოვება. საქართველომ კი ეს მოახერხა და თვის ბოლომდე გვექნება. რაც შეეხება მონოკლონურ ანტისხეულებს, ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა, რადგან ის ახლა გადის კლინიკურ გამოცდებს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო. ჩვენი ცენტრი კვლევაში ჩაერთვება, რომელიც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაიწყება. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ფართო გამოსავალი, ეს უბრალოდ ლეტალობის მაჩვენებლებს შეამცირებს. ეს გამოსავალია მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის“ , - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)