|
2020-10-14 14:19:11, 573 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი კარტოგრაფებზე - დაუსაბუთებელი ბრალდების გარეშე ცილისწამება კრიმინალური დანაშაულია
დაუსაბუთებელი ბრალდების გარეშე ცილისწამება ცუდი საქციელია და კრიმინალური დანაშაულია, - ასე ეხმაურება ხალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული ჯარტოგრაფების საქმეს. როგორც მან მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პრობლემური საკითხი, რადგან რუკებზე გარეჯის საკითხი მონიშნული არ არის. „ვინმეს პირადად გინახავთ ეს რუკები? ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე. კითხვის ნიშანი გარეჯზე არ ისმის. ვის ინტერესშია ეს ყველაფერი თქვენ გადაწყვიტეთ. გეუბნებით, რომ ყველა რუკა, რომელიც არსებობს ნახეთ. არსად არ არის გარეჯზე საუბარი. რა თქმა უნდა, არის დემარკაციის საკითხი, არის ტერიტორიის გადაწევა-გადმოწევა. თვითონ ვიყავი ამის მომსწრე, 2001 წლამდე მე ვიყავი ბოდბის ეპისკოპოსი და ჩვენ ეპარქიას ჰქონდა ფერმა, რომელიც სამჯერ გადავიდა-გადმოვიდა ხელში. ეს არის პრობლემური საკითხი ნახეთ ეს რუკები აუცილებლად. თუ შეიძლება, ვინმემ გამოაქვეყნოს ეს რუკები. ვიცი რომ პროკურატურამ გამოქვეყნა, მაგრამ არავის არა გვაქვს ნანახი. იქ გარეჯის საკითხი საერთოდ არ არის მონიშნული. დაუსაბუთებელი ბრალდებით მხოლოდ ყურმოკვრით ადამიანს დადო ბრალი სამშობლოს ღალატში, ეს არის ძალიან არასწორი საქციელი რბილად რომ ვთქვათ. დაუსაბუთებელი ბრალდების გარეშე ცილისწამება ცუდი საქციელია და ეს არის კრიმინალური დანაშაული“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)