12:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 12:19:47, 395 ნახვა

კომენტარი
მიტროპოლიტი ვახტანგი კარტოგრაფებზე - ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ

ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის განცხადებით, დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული პირები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება გაუაზრებელი მითითებებით გავწიროთ.

მიტროპოლიტი საქმეში პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავს.

„კარგად უნდა გამოიძიონ ნათელი გონების ადამიამებმა, რადგან ის ხალხი სიმართლე რომ ვთქვათ, ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცეების გაუაზრებელი მითითებებით. არ ვიცი რას აკეთებენ. არ ვიცი, ვინც ეს ხალხი მიიყვანა იმ ზომამდე და ვინც განცხადებას აკეთებს, რომ დამნაშავე არიან და ჯერ არ არის გარკვეული, არ არის გადაწყვეტილი ეგ საქმე და რატომ ღელავს ორივე მხარე არ ვიცი. შეიძლება იყოს კიდევაც პოლიტიკური კონტექსტი, ამას ჯერ ვერ ვიტყვით. გამოძიებას თუ უნდა სიმართლე დაადგინოს, ესეც მოკლე დროში გაირკვევა. ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ, მე ასე მწამს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ამას დრო დაამტკიცებს. არჩევნები ყველაფერს გაარკვევს და გადაწყვიტავს.

კმარა ასეთი ცხოვრება, ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. პოლიტიკაში ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაზე ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს ამ ქვეყანაზე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ვახტანგმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics