|
2020-10-14 11:15:38, 600 ნახვა
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქალაქ თბილისის მერის მოადგილესთან, მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ურბანული ტყის აღდგენა ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. შეხვედრაზე მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ავტორმა, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა, თემურ ტყემალაძემ დეტალურად ისაუბრა პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებსა და პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებზე. თბილისის ურბანული ტყის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური ხედვის შესახებ პრეზენტაცია დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრის „გეოგრაფიკი“ დირექტორმა, გიორგი გოცირიძემ წარადგინა. პროექტი, რომელიც ფონდის „ქართუ“ დაფინანსებით ხორციელდება, ითვალისწინებს მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას და ოთხ სეზონად გადაქცევას, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის დასრულება, დაახლოებით, ოთხ წელიწადში იგეგმება. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე მოხდება არსებული ტერიტორიის სტატუსის ამაღლება, ერთიანი სივრცითი ხედვის შექმნა და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება. პროექტირება და გეგმარება მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია 15 ოქტომბერს გაიმართება. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)