|
2020-10-13 22:43:50, 518 ნახვა
კომენტარი
ნოღაიდელი დავით-გარეჯზე - ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ დოკუმენტზე
„ვარ პასუხისმგებელა ყველა იმ დოკუმენტზე, რომელიც ჩემი პასუხისმგებლობა იყო საქართველოს კონსიტიტუციით“ , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ზუსტად იცოდა, რომ სხვა დოკუმენტი, სხვა რუკა ან სხვა არგუმენტი ამ თემის შესახებ არ არსებობდა. „იმედი მქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტი, სხვა რუკა და სხვა არგუმენტი არ არსებობს. ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005-2007 წლებში სადმე განხილულა, რომელიც უშუალოდ ჩემი პასუხისმგებლობა იყო საქართველოს კონსტიტუციით, დღესაც, ხვალაც, 13 წლის მერეც, წინასაარჩევნო პერიოდშიც და დამთავრების შემდეგაც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, მათი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე. სხვანაირად არ ხდება. ნამდვილად უნდა გაირკვეს, ვინ არის ამ საკითხზე პასუხისმგებელი პოლიტიკურად და ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)