12:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 14:47:54, 685 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - ზურაბ ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია, „სიაფანდი“ თამაშები ერთმანეთში ითამაშონ

ნოღაიდელი ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დავით გარეჯის-საქმეზე ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვას ეხმაურება.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ერთმანეთში „სიაფანდ“ თამაშებს თამაშობენ.

„ზურაბ ნოღაიდელი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ეს არის დასაბუთებული. ერთად აკეთებენ ფულს - აზერბაიჯანის ტრანზიტს. ასე რომ, ერთმანეთში „სიაფანდი“ თამაშები ითამაშონ, ოღონდ ის უდანაშაულო ადამიანები გამოუშვან ციხიდან. იმიტომ გვინდა ჩვენ ცვლილებები, რომ ამ ქვეყანაში ერთი კაცის ხუშტურზე აღარ იყოს დამოკიდებული, როგორიც არის მაგალითად „კარტოგრაფების საქმე“ და სამწუხაროდ, როგორიც იყო „ფოტოგრაფების საქმე“. „კარტოგრაფების საქმე“ არის ერთი კაცის ხუშტურით თვითგადარჩენის ინსტიქტით მამოძრავებელი და მისი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. უტვინო ღარიბაშვილმა და თვითგადარჩენის ინსტიქტით მოძრავმა ივანიშვილმა გააკეთა, დაატყვევეს ეს ადამიანები და ვერსია, რასაც აჩეჩებენ არის ის, რასაც აზერბაიჯანული მხარე ლობირებდა. აზერბაიჯანული მხარის პარტნიორი და შუამავალი არის ნოღაიდელი, რომელიც იქედან ფულს აკეთებს. ასე რომ, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ერთობლივი თამაშია ბატონი ნოღაიდელისა და ბატონი ივანიშვილის.

ნოღაიდელი არის ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში პირველი ნოღაიდელი გავარდა და დავანებოთ თავი ბნელ ოთახში კატის ძებნას, 2008 წლის შემდეგ შეგიძლიათ ამოიღოთ დოკუმენტები, პუტინის გვერდზე პირველი ნოღაიდელი იდგა. ისტორიის ინტერპრეტაცია კი არ უნდა გავაკეთოთ, ფაქტებით უნდა ვისაუბროთ.

ფაქტი კი არის ის, რომ დღეს ორი ადამიანი სინდისის პატიმარია, მძევლად აყვანილი და ამაში დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მზადაა ეროვნული ინტერესები, ისტორია, კულტურა გაყიდოს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. უნდა გვესმოდეს, რომ ვინც ძალაუფლებისთვის იბრძვის მხოლოდ და არა ხალხის ინტერესებისთვის, ის ამ ძალაუფლებას დაკარგავს“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დავით-გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics